Wednesday, December 15, 2010

ფსიქოლოგიური ტესტი

ერთხელ საქმე არაფერი არ მქონდა,"დავძვრებოდი " ინტერნეტში და ამ საიტს გადავაწყდი; http://test.psycho.ge/index.php  ტესტიც გავაკეთე ბარემ და ეს შედეგებიც მივიღე;"თქვენი ცოდნა პროფესიულ სფეროში საკმაოდ ძირფესვიანია, თანაც განუწყვეტლივ ცდილობთ ამ ცოდნის გამდიდრებას.  თქვენ „მარცხენა ნახევარსფერული“ აზროვნების ადამიანი ხართ. სწრაფად და ძირეულად აანალიზებთ სიტუაციას და ანალიზისას ორიენტირებული ხართ დეტალებზე. ადამიანები, აზროვნების მსგავსი ყაიდით, აქტიურად ეჭიდებიან პრობლემებს. პრობლემებისადმი მიდგომა ლოგიკურია, განიხილავთ მათ და მსჯელობთ ამა თუ იმ პრობლემაზე. ინტუიციას მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობისას მიმართავთ. ცხოვრებას რეალურ საფუძველზე აწყობთ, გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებთ ყველა ფაქტიურ დეტალს. გირჩევნიათ საკუთარ ცხოვრებას თავად აკონტროლებდეთ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებთ და იმის ცოდნაც გჭირდებათ – ვის რა უნდა მოჰკითხოთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ვალდებულებები და მოვალეობები. მომართული ხართ მიზნის მისაღწევად.

მეგობრობაში განსაკუთრებულად მომთხოვნი არ ხართ. მეგობარი უბრალო უნდა იყოს ურთიერთობაში და ეს ურთიერთობა დამძაბველ რიტუალად არ უნდა იქცეს.

გარშემომყოფთა მიმართ ინტერესს ამჟღავნებთ, მაგრამ არ გსურთ, რომ მეგობრული და ამხნაგური დამოკიდებულებები ტვირთად დაგაწვეთ. ცდილობთ, რომ სულში არავის ჩაუძვრეთ და არც საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტის ხელყოფის საშუალებას აძლევთ ვინმეს.

 არასოდეს ქმნით კონფლიქტს და გვერდს უვლით მწვავე სიტუაციებს.

 სიყვარულში: ფრთხილობთ პარტნიორთა დამოკიდებულებაში. ცდილობთ, რომ მასზე რაც შეიძლება მეტი შეიტყოთ, რათა ბოლოს არ შეცდეთ. წინასწარ გინდათ ყველაფერი გათვალოთ.

როგორ იქცევით, როცა პრობლემა გაქვთ: უმეტესწილად თქვენს პრობლემებს თავად წყვეტთ ისეთად, რომ ამის გამო სხვას რაიმე პასუხისმგებლობა არ დააკისროთ.

 თქვენი ჩათრევა რაიმე ცუდ საქმეში ძნელია. ყოველთვის იცავთ დისტანციას. მოვლენების კურსში კი ხართ, მაგრამ უფრო შორს არასოდეს მიდიხართ. თქვენ საკმაოდ გულმოწყალე ადამიანი ხართ და ყოველთვის მზად ხართ ყველას დასახმარებლად.თქვენი ცხოვრება სწრაფ ტემპში მიდის. ცოტა გადაიღალეთ და გინდათ ამოისუნთოთ. შეეცადეთ, რომ სადმე წახვიდეთ და კარგად დაისვენოთ.

წარსულში სერიოზული პრობლემები გქონდათ. ცდილობთ დაივიწყოთ ეს პრობლემები და არასოდეს გაიხსენოთ. სასურველი იქნებოდა, ფსიქოლოგისათის მიგემართათ.

თქვენ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი მომავლისადმი. ცისარტყელას ფერებში ხატავთ საკუთარ მომავალს და რაღაც გარკვეული გეგმებიც გაქვთ.

ნათესავებთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ. გესმით ერთმანეთის და ხშირადაც დადიხართ სტუმრად. საერთო ჯამში, იდეალური ურთიერთობაა და თქვენთვის ყველაფერი მისაღებია.

თქვენ ყოველთვის უსახავთ საკუთარ თავს მიზნებს და ნელ–ნელა მიიწევთ მათკენ. შესაძლებელია თქვენი ოცნებები მალე ასრულდეს."

 რაღაც–რაღაცეები მართლაც დაემთხვა..საბოლოო ჯამში საინტერესო აღმოჩნდა და დამაფიქრა ბევრ რამეზე ...მითუმეტეს რომ,მეგობრებმაც მითხრეს,რომ მართლაც ბევრი რამე ემთხვეოდა ამ აღწერიდან ...

No comments:

Post a Comment