Thursday, December 16, 2010

Life Line - Életvonal - 2007 - dir: Tomek Ducki


პატარა ფილმი ცხოვრებაზე...

Her Morning Elegance / Oren Lavie

SURFACE (HD)

World Builder (high quality)


სიყვარული...

APRICOT - short film by Ben Briand


ბავშვობის გრძნობები ყოველთვის ტოვებს...

ბარბარობა...


...ახლოვდება ბარბარობის დღესასწაული...შემდეგ ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი და ... მთელი თვე გაგრძელდება დღესასწაულების  აღნიშვნა.... ყოველთვის მიკვირდა , და  ალბათ  არც  მომწყინდება მთელი ცხოვრება  ამის გამო  გაკვირვება, თუ  რატომ  გვაქვს  ჩვენ, ქართველებს მთელი თვე  ახალი წელი? პატარა  სანამ  ვიყავი, მიხაროდა,  საბაბი მიჩნდებოდა, დამესვენა, (თუმცა რისგან უნდა დამესვენა?)  ბოლოს კი აღმოვაჩენდი,  რომ   ჩვეული  რეჟიმი მომნატრებოდა თურმე....

საზეიმო  განწყობა  მეუფლება  ბარბარობის ღამეს, შობას და აღდგომას...


...მიყვარს 17 დეკემბრისთვის  მზადება, სახლში  დატრიალებული  ლობიანის  სურნელი,   დილაადრიან  კარზე  მომდგარი  მეკვლე– ტკბილეულით დატვირთული...


...მიყვარს ანთებული  სანთლები  ....


...და ქალაქში მოციმციმე სინათლეები...


 სწორედ 17 დეკემბერს  ვიჯერებ,  რომ ზამთარი  დადგა   და  ახალი  წელიც  მალე მოგვიკაკუნებს...  მიხარია  და  თან სევდა მიპყრობს,  მენანება  თითოეული წასული წელი,  ყველა  მათგანი  ხომ  ასე მიყვარდა, მიყვარდა თავისი ყველა  სიხარულით, ბედნიერებით,  ტკივილითა  თუ  სევდით...  ყველა წასულმა  წელმა  ხომ  რაღაც  ახალი მომიტანა,  მასწავლა,  გამიღიმა  და  წავიდა... ბევრი  რამეც  თან  გაიყოლა....